რას გთავაზობთ?
ჩვენი კომპიუტერული პროგრამა "30 დან 30" უზრუნველყოფს 10 დღიან მართვის მოწმობის თეორიულ კურსს "A,A1" , "B,B1" და "AM" კატეგორიებზე.
10 დღიანი პერიოდი მოიცავს 8 ლექციას, მოცემული 8 ლექცია ახსნილია გამარტივებულ და ადვილად გასაგებ ენაზე რაც კურსის ბოლოს მაქსიმალურ შედეგს უზრუნველყოფს, მიუხედავად იმისა გქონიათ თუ არა თეორიულ მასალასთან შეხება.
ყოველი ლექციის ბოლოს პროგრამა გეტყვით თუ რა თემები გაიარეთ, რათქმაუნდა აუცილებელია ყოველ განვლილ თემას გადახედოთ და შეამოწმოთ რამდენად კარგად დაიმახსოვრეთ ესა თუ ის თემა. ამისათვის არ მოგიწევთ საიტებზე შესვლა და ბილეთების ძიება რადგან პროგრამის მთავარი მენიუდან გადახვალთ "ბილეთები" ს გვერდზე და იქ ნახავთ ყველა ბილეთს და თემას.
თუ თქვენ გექნებათ სურვილი შეამოწმოთ თქვენი ცოდნა გამოცდის კატეგორიაში ესეც შეგიძლიათ, მთავარი მენიუდან გადახვალთ "გამოცდა" ის გვერდზე, აირჩევთ თქვენთვის სასურველ თემებს ან ყველა თემას და დაიწყებთ გამოცდას, გამოცდის დასრულების შემდეგ პროგრამა გაძლევთ საშუალებას გადახედოთ თქვენს შედეგებს რომელ ბილეთში დაუშვით შეცდომა ან პირიქით რომელს გაეცით სწორი პასუხი. თუ გამოცდაში გექნებათ დაშვებული შეცდომები არ იდარდოთ პროგრამა ყველა დაშვებულ შეცდომას აგიხსნით ზედმიწევნით.
სცადეთ უფასოდ
კურსის შეძენამდე შეგიძლიათ გადმოწეროთ ჩვენი პროგრამა, ჩართვის დროს დააჭირეთ ღილაკს "სცადე უფასოდ" და გაიარეთ მოკლე დემონსტრაციული კურსი, თუ მოგეწონებათ ახსნის მეთოდი და თვით პროგრამა ამის შემდეგ თავისუფლად შეგიძლიათ შეიძინოთ სრული კურსი.
მარტივი
"30 დან 30" ი მარტივი და ინტუიტიურად შექმნილი დიზაინით გამოირჩევა რაც გაგიადვილებთ ნავიგაციას პროგრამაში.
ადვილად სამართავი პანელი
ლექციის მოსმენისას თქვენ შეგიძლიათ:
- დააპაუზოთ ახსნა
- გადახვიდეთ უკან ბილეთზე
- ან პირიქით შემდეგ ბილეთზე
დაგვიკავშირდით
თუ დაინტერესდით ან დამატებითი კითხვები გაქვთ დაგვიკავშირდით საიტზე არსებული "messenger" ის ღილაკზე დაჭერით